წალკის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო.
სოფელ იმერას, ბარეთის, საბეჭისის და ლივადის მოსახლეობა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.
გამარჯვებისთვის ორი კანდიდატი, "ქართული ოცნებიდან" ნანული ხინიკაძე და "ძლიერი საქართველო - ლელოდან" ზაზა შანთაძე იბრძვიან.
საარჩევნო უბნებზე 1 000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ოთხი უბნიდან სამ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით მიმდინარეობს.
დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.