02 ოქტომბერი 2026,   16:53
ვრცლად
"არც ერთი საკითხი და შეშფოთება არ ამართლებს ძალადობას. პოლიტიკურ ლიდერებს არავითარ შემთხვევაში არ აქვთ ძალადობის გამართლების უფლება" - ემანუელ მაკრონი საფრანგეთში მასობრივ პროტესტზე

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საფრანგეთში მიდმინარე მასობრივ პროტესტს აფასებს. აქციების მონაწილეები განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ. ემანუელ მაკრონი სტუდენტებს, მოსწავლეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებებს გაუმართლებელს უწოდებს.

პრეზიდნეტის თქმით, იხილეს არაერთი პოლიტიკოსი, რომლებიც სკოლებთან მიდიოდნენ და მოსწავლეებს პროვოკაციისკენ უბიძგებდნენ. მისი თქმით, ეს სერიოზული საკითხია.

"არც ერთი საკითხი და არც ერთი შეშფოთება არ ამართლებს ძალადობას. პოლიტიკურ ლიდერებს არავითარ შემთხვევაში არ აქვთ ძალადობის გამართლების უფლება. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში სიტყვა "გამართლებაც" არასწორად არის შერჩეული. ვნახეთ არაერთი პოლიტიკოსი, რომლებიც სკოლებთან მიდიოდნენ და მოსწავლეებს პროვოკაციისკენ უბიძგებდნენ. ეს სერიოზული საკითხია. ვნახე ახალგაზრდებიც, რომელთა შორის იყვნენ როგორც მოსწავლეები, ისე ადამიანები, რომლებმაც შექმნილი ვითარებით ისარგებლეს და სკოლებთან მივიდნენ. ისინი ჟურნალისტებს ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ. ეს სრულიად მიუღებელია. ამიტომ, კი- კითხვებს, მსჯელობასა და დისკუსიას. არა - ნებისმიერი ფორმის ძალადობას. ძალადობას არაფერი ამართლებს. დემოკრატიაში ყველა საკითხის განხილვა ლეგიტიმურია. ძალადობა კი არასოდეს. არასოდეს." - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 

ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები