გარდაბნის ცენტრალურ პარკში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, სადაც 2025-2026 სასწავლო წლის 83 წარჩინებული კურსდამთავრებული დაჯილდოვდა.
ახალგაზრდებს სპეციალური სიგელები და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო გასართობი და შემეცნებითი სივრცეებიც.