28 სექტემბერი 2026,   16:37
ვრცლად
დასაკითხად წარმოდგენილი იქნება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი - ავალიანის საქმის პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის საქმეზე, გიორგი მალანიას პროცესი მიმდინარეობს. გამოიკვლევენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს. პროკურატურამ რამდენიმე მოწმე უნდა გამოკითხოს.

გიორგი მალანიას ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან.

"წარმოდგენილი იქნება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი დასაკითხად, ესენი გახლავთ ოპერატიული ინფორმაციის ავტორი, რომელი ინფორმაციაც საფუძვლად დაედო ამ კონკრეტულ საქმეზე ბრალდებულების, ოჯახის წევრებთან, მათსავე საცხოვრებელ მისამართებზე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას. ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და გამოძიებამ მიიღო საკმაოდ სერიოზული და საფუძვლიანი ინფორმაცია, რომელიც, როგორც გიორგი მალანიას, ასევე ნია იმნაძის ბრალდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახდა", - განაცხადა პროკურორმა ქეთევან სონიძემ.

დღის ამბები