28 სექტემბერი 2026,   14:45
ვრცლად
ქარდავას ხელმძღვანელობით, მოხდა მიწურების და გარკვეული კოტეჯების დადგმა ტყეში, ეს იყო ადგილები, სადაც ხდებოდა მოქალაქეთა წამება - პროკურორი

მეგის ქარდავას საქმეზე, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.

როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, საქმეში უამრავი მტკიცებულება დევს, მათ შორის არის პირდაპირ ჩვენებები.

როგორც პროკურორი გიორგი კავსაძე აღნიშნავს, ქარდავას ხელმძღვანელობით მოხდა მიწურებისა და გარკვეული კოტეჯების დადგმა ტყეში, სადაც ხდებოდა მოქალაქეთა წამება.

"საქმეში გვაქვს უამრავი მტკიცებულება, ეს არის პირდაპირი ჩვენებები იმ პირებისა, რომლებიც პირდაპირ ადებდნენ ხელს და ასახელებდნენ, თუ ვინ იღებდა მონაწილეობას ამ მოქალაქეების მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებებში, თავისუფლების აღკვეთასა და წამებაში.

ისინი მათ სთხოვდნენ, რომ ეღიარებინათ რაღაც გაურკვეველი ტერორისტული აქტი, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ რეალურად. ასევე სთხოვდნენ, რომ დაკავშირებოდნენ აფხაზეთში გარკვეულ პირებს და სურდათ, რომ ისინი ჩამოეყვანათ საქართველოში და მოეხდინათ მათი დაკავება, რასაც ალბათ გააშუქებდნენ და შერაცხავდნენ, როგორც ტერორისტული აქტის ჩამდენ პირებად.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ეუბნებოდნენ, რომ მათ არავითარი ტერორისტული აქტი არ ჩაუდენიათ, მათ მიმართ მიმდინარეობდა საშინელი წამება. ეს იყო ქარდავას მიერ ორგანიზებული ადამიანების წამება.

მოგეხსენებათ, ამ საქმეში იყო ასევე ის მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა, რომ ქარდავას ხელმძღვანელობით მოხდა მიწურების და გარკვეული კოტეჯების დადგმა ტყეში. ეს იყო ადგილები, სადაც ხდებოდა მოქალაქეთა წამება", - განაცხადა გიორგი კავსაძემ.

დღის ამბები