28 სექტემბერი 2026,   17:09
ვრცლად
ე.წ. კასრების ეპიზოდზე, მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენი მეგის ქარდავას საქმეზე. ქარდავას, ე.წ. კასრების საქმეზე 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ამ საქმეზე სხვაგვარ სექსუალურ ძალადობას, წამებასა და თავისუფლების აღკვეთას ედავებოდნენ.

მეგის ქარდავა, სხვადასხვა ბრალდებით, 11 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იძებნებოდა. ის 2017 წელს, უკრაინაში დააკავეს და 2021 წელს საქართველოს გადმოსცეს.

ქარდავა დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე, მათ შორის ე.წ. "ციხის ბუნტის", "ნავთლუღის სპეცოპერაციის", სერგო თეთრაძის წამების, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე. 

დღის ამბები