27 სექტემბერი 2026,   12:38
ვრცლად
"ჩვენ და ქართველი ხალხი ვიტოვებთ უფლებას, ვიყოთ კრიტიკული ნებისმიერი სახელმწიფოს თუ პოლიტიკის მიმართ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს" - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლება არავის ესხმის თავს და ქვეყანაში უკვე 14 წელია მშვიდობაა შენარჩუნებული.

ასევე, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები ყოველთვის არის საპასუხო რეაქცია იმ თავდასხმებზე, რომლებიც საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ხორციელდება.

"პირველი, ჩვენ არავის არ ვესხმით თავს, 14 წელია მშვიდობა გვაქვს შენარჩუნებული. არავის არ ვესხმით თავს.

მეორე - ჩვენი კრიტიკა ყოველთვის არის პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ხოლმე.

და მესამე - ჩვენ და ქართველი ხალხი ვიტოვებთ უფლებას, რომ ვიყოთ კრიტიკული ნებისმიერი სახელმწიფოს მიმართ თუ პოლიტიკის მიმართ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამის უფლებას ჩვენ ვერავინ ჩამოგვართმევს.

ასე რომ, ვინმეს თუ უნდა საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის გაჩუმება იმისთვის, რომ კომფორტულ კაფსულაში იყოს და კრიტიკისგან დაცული იყოს, რა თქმა უნდა, ამისთვის არის ერთადერთი გზა, რომ თავს არ დაესხან ქართველ ხალხს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები