"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. ორგანიზაციის განცხადებით, სააკაშვილის მიმართ ბრალდების საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია და განიხილავს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეს, მათ შორის, საუბრობს საზღვრის უკანონო კვეთაზეც. ეს მაშინ, როდესაც დადასტურებულია, რომ არაჟნის კონტეინერით სააკაშვილი საქართველოში უკანონოდ შემოვიდა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გიგაური ენჯეოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ემსახურება.
"ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" საწყის ეტაპზე ვერ შეძლო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ეჭვქვეშ დაყენება, თუმცა ბულინგის გამო სააკაშვილის პოლიტპატიმრად გამოცხადება მოუწია.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბესო შენგელია აცხადებს, რომ გიგაურს ეს გადაწყვეტილება აქამდეც უნდა მიეღო.
"სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ეკა გიგაურმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც ადრეც უნდა მიეღო. მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი, ის არის პოლიტიკოსი, მაგრამ ყველა ხარჯი, რომელიც გაღებული იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ხმარდებოდა სახელმწიფო ინტერესებს,"- აცხადებს ბესო შენგელია.