27 სექტემბერი 2026,   01:53
ვრცლად
"ფაქტობრივად, ეს არის ძალადობრივი თემი, ფსევდო რელიგიური სექტა, რომელიც ძალიან შორს არის დემონსტრაციისგან, შორს არის მშვიდობიანად საკუთარი აზრის გამოხატვისგან" - ლევან მახაშვილი

შეფასებები გრძელდება მმართველი გუნდის წევრების განცხადებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ჯგუფმა, რომელიც გარე ძალების დავალებით თბილისში ყოველდღიურ რეჟიმში აქციებს მართავს, სექტის სახე მიიღო.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ყოველდღიური აქციები უკვე ძალადობრივ თემად და ფსევდორელიგიურ სექტად იქცა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან ან მშვიდობიან პროტესტთან.

"ვითომ საზოგადოების გარკვეული ჯგუფის პროტესტის დაწყებით, დღეს ფაქტობრივად ეს არის ძალადობრივი თემი, ფსევდო რელიგიური სექტა, რომელიც ძალიან შორს არის დემონსტრაციისგან ძალიან შორს არის მშვიდობიანად საკუთარი აზრის გამოხატვისგან. ძალიან შორს არის დემოკრატიისგან. ყველა გზით არის აცდენილი იმას, რასაც ეს ადამიანები საკუთარ თავს უწოდებენ. მიზანი არ არის მიზანი, ფორმა არ არის ფორმა, ყველაფერი შეკრულია და შეფუთულია იმით, რასაც პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან სწორად უწოდა - ფსევდო რელიგიური სექტა. სამწუხაროდ, ეს არის მათი რეალური სახე და აქ მთავარი ის არის, რომ საზოგადოებამ დაინახა უპირველეს ყოვლისა ამ სექტის მთავარი მიზნები და იმედია, რომ ეს ადამიანებიც, ან შიგნიდან ან გარედან მათი წამხალისებლები გაიაზრებენ, რომ რეალურად ამას არაფერი საერთო საქართველოს დემოკრატიასთან, საზოგადოებასთან, ჩვენი ეროვნული მიზნების მიღწევასთან არ აქვს, გაიაზრებენ და შემდგომი წლების განმავლობაში მაინც აღარ შეეცდებიან დამატებითი საწვავის შემოტანას ამ ქართული რადიკალიზაციის პროცესში", - აცხადებს ლევან მახაშვილი.

დღის ამბები