სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე უსაფრთხოებისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთეს.
"სავარაუდო დანაშაულში მხილებულია ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრი, რომელიც დაწესებულებაში პაემანზე შედიოდა", - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის საგამოძიებო უწყებას გადაეცა.