24 სექტემბერი 2026,   18:06
ვრცლად
"ეს განცხადება არის პირდაპირ წაქეზება სიძულვილის ენის, დედის გინების, მონის წოდების, ფაშიზმის, რადიკალიზმის" - შალვა პაპუაშვილი "კორძის" კონცერტზე ევროკავშირის წარმომადგენლობის პოზიციაზე

"ზიზღის და ძალადობის მხარდაჭერა არის მიუღებელი საქართველოში" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საზოგადოებისა და მედიის კითხვებს ერთი კვირის განმავლობაში პასუხი არ გასცა, თუმცა, მისივე განცხადებით, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მუსიკოს "კორძის" განცხადებას სწრაფად უპასუხა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობის პოზიცია გამოხატვის თავისუფლებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არგუმენტით, მისი შეფასებით, საქართველოში სიძულვილის ენისა და რადიკალიზმის წახალისებას ნიშნავს.
მისი განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში ძალადობის შემთხვევების დაგმობის მიმართულებითაც შესაბამისი პოზიცია არ გამოუხატავს.

„ერთი კვირის განმავლობაში, რაც ეს ინფორმაცია გახდა ცნობილი, რომ ასეთი კონცერტი ტარდება, სადაც ევროკავშირი ფულს უხდის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს და მისი დაფინანსებით იყო დაკავებული, ერთი კვირა არის საზოგადოება ამ კითხვებზე ელის პასუხს, მედია მიმართავდა ევროკავშირს და პაველ ჰერჩინსკი ამაზე დუმდა და პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა 1 200 000 საქართველოს მოქალაქე, რომლის მაგინებელსაც ფულს აძლევს და პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა ქართული მედია.

თუმცა, ამ ქართველი ხალხის მაგინებლის ერთი პოსტის განცხადებით გამოეხმაურა. ესეც გვაჩვენებს, სად დგას დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობა თავისი ღირებულებებით, რომელიც 1 200 000 ადამიანს სიტყვის და პასუხის ღირსადაც არ თვლის, ქართველებს და ამ კორძის ერთ ინსტაგრამ პოსტს ეგრევე გამოეხმაურა, ბოდიშებით ლამის, რომ გააუქმა ეს შეხვედრა.

მე იმედი მქონდა გუშინ ეს ინფორმაცია რომ გავიგე, რომ ევროკავშირის ელჩმა, როგორც იქნა, გააცნობიერა, რომ ზიზღის და ძალადობის მხარდაჭერა ეს არის მიუღებელი საქართველოში. არ ვიცი, მისთვის პირადად შეიძლება მისაღებია, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია და საქართველოში უნდა მოიქცეს ისე, როგორც ქართულ კულტურას და ქართულ საზოგადოებას ეკადრება. მე ამის იმედი მქონდა, თუმცა ამ განცხადებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის ვერაფერსაც ვერ მიმხვდარა.

ამდენი წელი არის საქართველოში არის, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს საქართველო და ქართველი საზოგადოება. ეს არის დაცინვა, ის, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლება და ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას უფრთხილდებიან, ანუ პაველ ჰერჩინსკი გვეუბნება, რომ მოსახლეობის უმეტესობისთვის საჯაროდ დედის გინება არის ქართული კულტურული მემკვიდრეობა. გვეუბნება, რომ მონის წოდება ან ფაშიზმი არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა.

ახლა, პაველ ჰერჩინსკის თუ ჩვენ ფაშისტები ვგონივართ ქართველები და ჰგონია, რომ საქართველოში დედის გინება საჯაროდ მოსულა, მაშინ მართლა ვერაფერს ვერ გაუგია ამ ადამიანს. თუ მისი სტანდარტი არის, რომ დედის გინება არის გამოხატვის თავისუფლება, მივიღებთ ამას მხედველობაში, რომ თურმე დედის გინება ყოფილა ევროპული სტანდარტი.

მართლა სამარცხვინოა, რომ ერთი დაგმობა არ მოგვისმენია მისგან ძალადობისა საქართველოში. 4 ოქტომბერს თავს დაესხნენ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციას, ერთი სიტყვა არ დაძრულა ამასთან დაკავშირებით და ამის ნაცვლად, ესარჩლება ადამიანს, რომელიც დედას აგინებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას.

ამაზე ქვემოთ დაშვება არ ვიცი, რომელ ელჩმა შეიძლება კიდევ იკადროს. ახლა მაინც ხომ ხვდებით, სინამდვილეში ვინ არის წამქეზებელი საქართველოში სიძულვილისა? ახლა ეს განცხადება, რაც მოვისმინეთ, რაც დადო ევროკავშირის საელჩომ, ეს განცხადება არის პირდაპირ წაქეზება სიძულვილის ენის, დედის გინების, მონის წოდების, ფაშიზმის, რადიკალიზმის - ამის წახალისებით არის დაკავებული ევროკავშირის საელჩო“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები