24 სექტემბერი 2026,   18:04
ვრცლად
ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებასა და სამეზობლოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პრემიერმა გაეროს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ.

"ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაში ყველაზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ეს არის 9,3 პროცენტი და მიმდინარე წელს გვაქვს 7,9 პროცენტი. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აღნიშნული ეკონომიკური ზრდა და ის დოვლათი, რომელიც ქვეყანაში წარმოიქმნება, განაწილდეს საქართველოს მოქალაქეებზე და ეს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს.

​ასევე პრემიერ-მინისტრი შეეხო რეგიონში და სამეზობლოში არსებულ მდგომარეობას", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

დღის ამბები