22 სექტემბერი 2026,   21:30
ვრცლად
"ექსტრემიზმის, რადიკალიზმის წახალისება და დაფინანსება ევროკავშირის დღევანდელი წარმომადგენლობისთვის უცხო არ არის" - ირაკლი ხელაძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ხელაძის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის დაფინანსება უცხო არ არის. ამ განცხადებით, ირაკლი ხელაძე ეხმაურება ევროკავშირის მხარდაჭერით დაგეგმილ ფესტივალს. 

"ზოგადად, ექსტრემიზმის, რადიკალიზმის წახალისება და დაფინანსება ევროკავშირის დღევანდელი წარმომადგენლობისთვის უცხო არ არის. ეს ფაქტიც კარგად მეტყველებს იმაზე, რომ სადაც კონკრეტული პირი კონკრეტულ სიმღერაში როდესაც მილიონობით ამომრჩეველს აყენებს შეურაცხყოფას და პირდაპირ დედას აგინებს, ასეთი შინაარსის ღონისძიებების და ასეთი შინაარსის მუსიკალური ნაწარმოებების მხარდაჭერას ახდენს ევროკავშირი. რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება ყველაფერს კარგად ხვდება, ვერ გამოდიან სირაქლემას პოზიციიდან ჩვენი დაუძინებელი მეგობრები და ამაზე პასუხი, აუცილებლად, საზოგადოების მხრიდან იქნება უმკაცრესი," - აცხადებს ირაკლი ხელაძე.  

საუბარია დიპლომატიური უწყების მორიგი გადაწყვეტილებაზე, კერძოდ, ევროკავშირის საელჩო აფინანსებს ღონისძიებას, რომლის მთავარი სცენა, "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, იმ მუსიკოსს უნდა დაეთმოს, რომლის ავტორობით შექმნილ სიმღერაში ის ხელისუფლების მხარდამჭერებს აგინებს. 

 

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები