21 სექტემბერი 2026,   18:40
ვრცლად
ესპანეთში დემონსტრანტები საიმიგრაციო პოლიტიკას აპროტესტებენ

საიმიგრაციო პოლიტიკას აპროტესტებენ მოქალაქეები სეუტაში. ესპანურ ექსკლავში დემონსტრანტები ქალაქის ქუჩებსა და სანაპიროებზე მიგრანტთა კარვების განთავსებას აპროტესტებენ. მოსახლეობა ცენტრალური მთავრობისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

ოფიციალური მონაცემებით, სეუტაში ამ დრომდე 10 ათასამდე მიგრანტი რჩება. სამართალდამცველებმა პორტის ტერიტორიაზე 1 700 ადამიანზე გათვლილი დროებითი თავშესაფარი მოაწყვეს. უფლებადამცველების ინფორმაციით, სივრცე არასაკმარისია და 4 000-მდე მიგრანტს ღამის გათევა კვლავ ღია ცის ქვეშ უწევს.

დღის ამბები