17 სექტემბერი 2026,   09:27
ვრცლად
"თბილსერვის ჯგუფმა" მეტეხის კლდის განათება სრულად განაახლა

მეტეხის კლდე ისევ განათდა - "თბილსერვის ჯგუფმა" კლდის მხატვრული განათება სრულად განაახლა.

მტკვრის პირას, ისტორიულ ადგილას, იტალიური წარმოების 38 თანამედროვე და ძლიერი პროჟექტორი დამონტაჟდა.

შედეგად, თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი და მისი სავიზიტო ბარათი კიდევ უფრო გამოიკვეთა და ქალაქს მეტი ხიბლი შეიძინა.

დღის ამბები