16 სექტემბერი 2026,   14:05
ვრცლად
"მსურს ვიმუშაოთ თქვენთან ერთად, რომ გავაღოთ კარი კანადისთვის" - ევროკავშირი კანადისთვის პირველი "ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭებას გეგმავს

ევროკავშირი მზადაა, კანადას ორგანიზაციის ისტორიაში პირველი „ასოცირებული წევრის“ სტატუსი შესთავაზოს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში, ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური (SOTEU) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კანადა ბლოკის პირველი ასოცირებული წევრი გახდება.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის გამოსვლას თავად კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნიც ესწრებოდა, რომელიც ევროპაში აშშ-სთან სავაჭრო დაძაბულობის ფონზე იმყოფება.

მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კანადა გეოგრაფიულად ევროპული სახელმწიფო არ არის და სრულ წევრობაზე საუბარი არ არის, მხარეები რიგ ღირებულებებს იზიარებენ.

როგორც ირკვევა, ახალი სტატუსის დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, თუმცა ოტავა ბრიუსელთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ისეთ პროგრამებში ჩართვაზე, როგორიცაა Horizon Europe და Erasmus+.

გარდა ამისა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კანადასთან ახალი, ალიანსი შესთავაზა, რომელიც ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, კრიტიკული ნედლეულის, ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროებს მოიცავს.
ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე მხარეები ოქტომბერში, მონრეალში დაგეგმილ სამიტზე კიდევ უფრო ფართოდ იმსჯელებენ.

დღის ამბები