13 სექტემბერი 2026,   03:37
ვრცლად
გია ბარამიძეს გუშინ შევხვდით, როდესაც ბრალდების წარდგენა მოხდა, რა თქმა უნდა, წარდგენილ ბრალდებას არ ვეთანხმებით და ყველა არგუმენტი გაჟღერდება, დღეს სასამართლო პროცესზე - ბექა ბასილაია

სამშობლოს ღალატი და ქვეყნის საბოტაჟი - გიორგი ბარამიძეს ბრალი უკვე წარუდგინეს. ცნობილია, რომ პროკურატურა სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართავს.

გიორგი ბარამიძის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ წარდგენილი ბრალი დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების არცერთი ფორმის გამოყენებას არ ეთანხმება:

"გიას გუშინ შევხვდით, როდესაც ბრალდების წარდგენა მოხდა. რა თქმა უნდა, წარდგენილ ბრალდებას არ ვეთანხმებით და ყველა არგუმენტი გაჟღერდება, დღეს 2 საათზე ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე. გია ბარამიძეს ისიც არ უთქვამს, რაც ბრალშია ჩაწერილი. ბუნებრივია, როდესაც ბრალდება არის დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული, არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება არ უნდა შეეფარდოს პირს,"- აცხადებს ბექა ბასილაია.

აღსანიშნავია, რომ ბარამიძის დაკავება, იაგო ხვიჩიას გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. სააკაშვილის მთავრობის თავდაცვის მინისტრმა, ქართველი სამხედროები, აფხაზეთის კონფლიქტის დროს ტყვეთა დახვრეტაში დაადანაშაულა. პროკურატურაში ითქვა, რომ ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაცია, საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა.

 

დღის ამბები