13 სექტემბერი 2026,   04:26
ვრცლად
2026 წლის ზაფხულის სამი თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა

2026 წლის ზაფხულის სამი თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა.

2026 წლის 8 თვის მონაცემებით კი, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ჯამში 849 448 ვიზიტორი დაფიქსირდა, მათ შორის 505 209 საერთაშორისო ვიზიტორია.

"აღნიშნულ სამ თვეში დაახლოებით 900 000-მდე ვიზიტორი ეწვია საქართველოს დაცულ ტერიტორიებს. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-იან ზრდას განაპირობებს. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი და ის ტრადიციული მიმართულებები, სადაც ყოველწლიურად ტრადიციულად ბევრი ვიზიტორი სტუმრობს. თუმცა აღსანიშნავია ასევე თბილისის ეროვნული პარკი, რომელშიც წელს არაერთი ატრაქცია მოეწყო, ეკოტურისტული და ეკო საგანმანათლებლო სივრცეები, რაც ბავშვებს, მოზარდებს და ასევე საერთაშორისო ვიზიტორებს საინტერესო დროის გატარების საშუალებას აძლევს," - აცხადებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი.

დღის ამბები