12 სექტემბერი 2026,   23:20
ვრცლად
"ევროპული ჯარების უკრაინაში შეყვანა რუსეთთან ომს ნიშნავს" - პუტინი

ევროპული ჯარების უკრაინაში შეყვანა რუსეთთან ომს ნიშნავს – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპელი ხალხი აცნობიერებს, რომ მათი ლიდერები ქვეყნებს კონფლიქტისკენ უბიძგებენ, რაც ხსნის გერმანიის არჩევნებში პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" ბოლოდროინდელ შედეგებს.

პუტინის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა პირდაპირ დაუჭირეს მხარი სეპარატიზმს კავკასიაში და პროვოცირება გაუკეთეს უკრაინის ამჟამინდელ კრიზისს.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოება მიუღებელია. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ევროპელებს არ ემუქრება და არც აპირებს ამის გაკეთებას.

დღის ამბები