11 სექტემბერი 2026,   18:53
ვრცლად
ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, "ნაცმოძრაობა" და მისი ფილიალები, მანამდე ითხრიან პოლიტიკურ საფლავს - გურამ მაჭარაშვილი

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება - ამჯერად ურთიერთბრალდებები ფინანსური გარიგების, მოსყიდვისა და გადაბირების ირგვლივ ისმის. კონფლიქტის მთავარი გმირები ანა წითლიძე და ნიკა გვარამია არიან.

ოპოზიციაში არსებულ ვითარებას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აფასებს და ამბობს, რომ ოპონენტები პოლიტიკური თვითგანადგურების რეჟიმში იმყოფებიან.

"გვარამია, წითლიძე, მელია, სააკაშვილი, ბარამიძე - მიუმატე, გამოაკელი, გაამრავლე, გაყავი, საბოლოო ჯამში არის მაინც ნული. ამას თვითონაც ხომ ამბობენ. ერთი გამოდის მეორეს ქაჯს ეძახის, მერე ის სოფლელს ეძახის და არიან ასეთ დღეში. პრინციპში, ერთმანეთის მიმართ რასაც ამბობენ, ეს საზოგადოებამ იცის უკვე. აღარ არის საჯაროდ ამის გაცხადება საჭირო.

ეს ყველაფერი მე ვფიქრობ, ხელს შეუწყობს იმას, რომ ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომ ასეთი ტიპის პოლიტიკური ორგანიზაციები არ უნდა არსებობდნენ, როგორიც არის, "ნაცმოძრაობა" და მისი ფილიალები, მანამდე ითხრიან თავიანთ პოლიტიკურ საფლავს," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები