09 სექტემბერი 2026,   18:31
ვრცლად
ფინანსების გამოა ეს აჟიოტაჟი ატეხილი - ფინანსების, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა შვილობილმა სხვადასხვა პარტიამ ვერ გაიყო - ზვიად შალამბერიძე

"კომპრომატების ომი თავის გადასარჩენად" - ასე აფასებენ ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამ პროცესს გულშემატკივრობენ, რადგან საზოგადოება ოპოზიციის რეალურ სახეს უკეთესად დაინახავს.

"ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერს ჰქონდა ილუზია, რომ შეიძლებოდა, არჩევნებამდე მისულიყვნენ ერთად და ეს რამდენიმე თვეც, თავიდან ბოლომდე, სრულიად, ერთმანეთთან დაპირისპირებაში გაატარეს.

კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება, რომ თითოეულ მათგანს ამოძრავებს მხოლოდ პირადი ინტერესები, რომელიც თავიდან ბოლომდე გადის ფინანსებზე და სწორედ ამ ფინანსების გამოა ახლა ეს აჟიოტაჟი ატეხილი - ფინანსების, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა შვილობილმა სხვადასხვა პარტიამ ვერ გაიყო და ამაზე კამათობენ დღეს, ვის მეტი შეხვდა, ვის ცოტა შეხვდა," - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ.

 

დღის ამბები