ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე დღეს საქალაქო სასამართლოში თაზო დათუნაშვილი და ხატია დეკანოიძე გამოკითხეს.
მათ გამოძიების შეკითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხეს. ისინი აცხადებენ, რომ ჯორბენაძის საქმეს არ იცნობენ და მომხდარის შესახებ ღარიბაშვილის წერილიდან გაიგეს.
ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე გამოკითხული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები განმარტავენ, რომ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან და ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაცია აქვთ.
"არანაირი ინფორმაცია იმის გარდა, რაც ინტერნეტში გვაქვს წაკითხული, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არ გვაქვს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
"ირაკლი ღარიბაშვილიც კი მხოლოდ ჩემს მიერ იქნა ნახსენები, როგორც ერთადერთი წყარო ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე ჩემი ინფორმირების, ერთადერთი წყარო. პირველივე კითხვიდან განვუმარტე, რომ მე გავაკეთე პოლიტიკური განცხადება", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
"რა თქმა უნდა, არ მქონდა არანაირი წარმოდგენა ვინ არის ეს ადამიანი და მხოლოდ და მხოლოდ გავიგე ღარიბაშვილის წერილიდან", - განაცხადა დეკანოიძემ.
გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხეს ნიკა გვარამია, გია ხუხაშვილი, გიორგი გიგაური და თავად ირაკლი ღარიბაშვილიც, რომლის წერილსაც უმრავლესობაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმებულ კონსპირაციად და მმართველი გუნდის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.