ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი ადასტურებს, რომ შეერთებულ შტატებთან ენერგეტიკული შეთანხმება მიღწეულია, რომელიც ძალაში 25 წლის განმავლობაში დარჩება.
იქამდე, ამერიკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისტორიული გარიგება შედგა, რომლის თანახმად შეერთებულმა შტატებმა, 65 მილიარდი ბარელის ოდენობის ვენესუელურ ნავთობზე, კონტროლი დაამყარა.
შეთანხმებას "ისტორიულს" უწოდებს ვენესუელას პრეზიდენტიც. დელსი როდრიგესი მიმართვაში ამბობს, რომ გარიგება ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებას ხელს შეუწყობს და შემოსავლებს მნიშვნელოვნად გაზრდის.