სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, "ნაცმოძრაობის" დროს დაზვერვის სამართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის, დავით დათაშვილის მიერ 2008 წლის ომზე გაკეთებულ განცხადებას, სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ უკვე დროა, აგვისტოს მოვლენები სრულფასოვნად იქნას გამოძიებული და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის განადგურებისთვის დამნაშავეებმა პასუხი აგონ.
კერძოდ, კუჭაშვილი ეხმიანება ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ახლობლებს ეუბნებოდა, რომ ბავშვები მაინც გაერიდებინათ, იმიტომ, რომ "რაღაცა ხდებოდა" და აცხადებს, რომ ამ დროს, მშვიდობიანი მოქალაქეები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებული.
"ნაც.ბინძური პროპაგანდის დამსახურებულმა აქტორმა, ეკა კვესიტაძემ 2008 წლის აგვისტოს შემზარავი დღეების გასაპრავებლად მიიწვია გადაცემაში სააკაშვილის კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, ვინმე დავით დათაშვილი - დაზვერვის სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი. ეს საშინლად უვიცი კაცი პირდაპირ იძახის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ახლობლები გავაფრთხილეო. ახლობლებიო, ხალხო!! იმ დროს როცა მშვიდობიანი მოქალაქეები საერთოდ არ იყვნენ გაფრთხილებულები, ამ ნაძირალამ წინასწარ ყველაფერი იცოდა და მხოლოდ ახლობლები გააფრთხილა! უკვე დროა მოხდეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების სრულფასოვანი გამოძიება და მთელი ეს დამნაშავეთა ჯგუფი სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგეს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის განადგურებისთვის," - წერს კუჭაშვილი.