"ზღაპრებს ნუ დაიჯერებთ, უკრაინა ნატო-ს წევრი ვერასდროს გახდება" - აცხადებს დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი. გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ეს მოსაზრება კიევში ელჩებთან შეხვედრის დროს გამოთქვა და აღნიშნა რომ ნატო-ს ძალიან კარგად იცნობს. მისივე თქმით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას ხელს ის უშლის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ორგანიზაციასთან შესაერთებლად საჭირო დონეზე ჯერ არ არის. "12 წელი ვმუშაობდი იმაზე, რომ ნატო-ს სტანდარტები დაგვენერგა და ყოველ წელს ვუსმენდი ზღაპრებს იმის შესახებ, რომ აი, სულ მალე ნატო-ში შევიდოდით. სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწევრიანდებით" - განაცხადა გენერალმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები ჯერ კიდევ წლების წინ უნდა გამხდარიყვნენ და ამ მიმართულებით შეცდომა 2008 წელსაც იქნა დაშვებული.
"ნატოში გაწევრიანება რომ აქამდე უნდა მომხდარიყო, საქართველოს და უკრაინის, ეს ფაქტია და შეცდომა იქნა დაშვებული 2008 წელსაც. რაც შეეხება მომავალს, მომავალში უკრაინას იმდენად დიდი სამხედრო ძალა აქვს, რომ რა თქმა უნდა, ნატოსთვის უნდა იყოს უფრო მეტად სასურველი რაღაც მომენტში ალბათ უკვე უკრაინის გაწევრიანება, გამომდინარე იქიდან, რომ რა თქმა უნდა. უკრაინის მსგავსი სამხედრო შესაძლებლობის ქვეყანას სამხედრო პოლიტიკური ალიანსი ნამდვილად უნდა ნატრულობდეს", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ფავლენიშვილი.