05 აგვისტო 2026,   23:23
ვრცლად
საბერძნეთში ისევ ტყის ხანძრებს ებრძვიან - ათასამდე ადამიანი ევაკუირებულია, მობილიზებულია ავიაცია

საბერძნეთი მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვის. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ათენის ჩრდილო-დასავლეთით, ატიკის რეგიონში, სადაც სტიქიასთან ბრძოლას ბოლო დღეებში რამდენიმე მეხანძრე ემსხვერპლა.

დაზარალებული რაიონებიდან ათასი ადამიანია ევაკუირებული. კერების ჩაქრობას 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ავიაცია.

ძლიერი ქარის გამო, ცეცხლის კერების ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება კუნძულებზეც - მათ შორის პელოპონესზე, პაროსზე და ლესბოსზე.

დღის ამბები