01 აგვისტო 2026,   13:29
ვრცლად
"ჯარის ბანაკის" მეშვიდე როტაცია დასრულდა - პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობას

"ჯარის ბანაკის" მეშვიდე როტაცია დასრულდა. დახურვის ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ. სიტყვით მიმართვისას, მათ ახალგაზრდების პროექტში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მოსწავლეებს "ჯარის ბანაკში" მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

პროექტი, მიზნად ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობას ისახავს.

დღის ამბები