01 აგვისტო 2026,   15:40
ვრცლად
პოლიციამ ქუთაისში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ნაცნობ მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

დღის ამბები