01 აგვისტო 2026,   12:27
ვრცლად
იტალიის პრემიერ-მინისტრი ესპანეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ უკონტროლო მიგრაცია ევროპის საზღვრების უსაფრთხოებას ემუქრება

იტალია ესპანეთთან შენგენის შეთანხმებას აჩერებს და საზღვარზე კონტროლს აწესებს. გადაწყვეტილების მიზეზი ესპანეთის ექსკლავში, სეუტაში არალეგალური მიგრანტების მასობრივი შედინებაა.

იტალიის პრემიერ-მინისტრი ესპანეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ უკონტროლო მიგრაცია ევროპის საზღვრების უსაფრთხოებას ემუქრება.

პასუხად, ესპანეთის პრემიერმა კოლეგას სტატისტიკა შეახსენა, რომლის მიხედვითაც, არალეგალები ევროპაში ყველაზე ხშირად სწორედ იტალიის გავლით ხვდებიან.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღეებში მაროკოდან სეუტაში 50 000-მდე მიგრანტი შეიჭრა.

მედიის ინფორმაციით მათი უმეტესობა უკან დააბრუნეს, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები