ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი სეუტაში ჩავიდა, სადაც მაროკოდან მიგრანტების დიდმა ნაკადმა შეაღწია.
"სახელმწიფო აქ არის. ჩვენ დავიცავთ სეუტას უსაფრთხოებასა და თანაცხოვრებას ზუსტად ისევე, როგორც დავიცავდით მათ მადრიდში. რადგან გეოგრაფიულად შეიძლება არსებობდეს ცენტრი და პერიფერია, მაგრამ ინსტიტუციურად, პოლიტიკურად და განვითარების თვალსაზრისით, არ არსებობს პერიფერია და ცენტრი. ჩვენ ყველანი ერთი მთლიანობა ვართ,"- განაცხადა პედრო სანჩესმა.