ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივად გადასვლას მიუღებელს უწოდებს და საზღვრის უკანონო კვეთის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს. მისი განცხადებით, აუცილებელია კონტრაბანდისტული ქსელების დაშლა და მიგრანტების სწრაფი დაბრუნების პროცედურების უზრუნველყოფა.
"ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ვინმე ჩვენს კავშირში ჩვენი წესების დაუცველად შემოვიდეს. საზღვრის საშიში გადაკვეთა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. კონტრაბანდისტული ქსელები უნდა დაიშალოს, ხოლო დაბრუნება უნდა იყოს სწრაფი, როგორც ეს ჩვენი წესებით არის გათვალისწინებული. მე ორ კომისარს დავავალე, მხარი დაუჭირონ სიტუაციის კონტროლს. მაგნუს ბრუნერი უკვე მჭიდროდ თანამშრომლობს ესპანეთთან და მზადაა გაემგზავროს კრიტიკულ წერტილებში. ის ასევე იმუშავებს ესპანეთისთვის დამატებითი ოპერატიული მხარდაჭერის აღმოჩენაზე, მათ შორის Frontex-ის მეშვეობით. დუბრავკა შუიცა კონტაქტზეა თავის მაროკოელ კოლეგასთან. დარწმუნებული ვარ, მაროკოსთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა კონკრეტული შედეგების მიღწევაში დაგვეხმარება,“ - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.