გორის ცენტრში მომხდარი ჩხუბის შედეგად, ორმა პირმა ერთმანეთს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენა. შემთხვევა სტალინის ქუჩაზე მოხდა.
შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, რამდენიმე პირს შორის რესტორანში დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.