"ბაბილონელების რუკა", უძველეს მსოფლიო რუკად ითვლება და ისტორიული თვალსაზრისით უნიკალურია. ბაბილონელების ეს რუკა რომელი, სავარაუდოდ, 2 900 წლის წინ შეიქმნა, ასხავს თუ როგორ წარმოედგინათ სამყარო უძველეს ადამიანებს.

რუკა მე-19 საუკუნეში, ცნობილმა არქეოლოგმა ჰორმუზდ რასამმა ხელახლა აღმოაჩინა.
რუკა დღევანდელ ერაყში, თანამედროვე ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთით წარმოებული გათხრებისას აღმოაჩინეს.
რუკის ზომებია: 12,2 x 8,2 სანტიმეტრი, ის წრიულად არის გამოსახული და ტექსტი ლურსმული ასოებით არის დატანილი. დაზიანებული რუკის დიდი ნაწილის აღდგენა მკვლევრებმა ათწლეულების განმავლობაში შეძლეს.
რა თქმა უნდა, დღეს ეს რუკა ნავიგაციისთვის არ გამოდგება, მაგრამ როგორც ისტორიულ დოკუმენტს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

როგორც ცნობილია, ჩვენი ქვეყნის სახელწოდება ძველ ისტორიულ წყაროებში ან რუკებზე იბერიით და კოლხეთით არის წარმოჩენილი.


პიეტრო ვესკონტე გენუელი გეოგრაფი და კარტოგრაფი იყო, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის XIV-XV საუკუნეების ევროპულ კარტოგრაფიაში.ის პირველი კარტოგრაფი იყო მსოფლიოს ისტორიაში, რომელიც ყველა თავისი შექმნილი რუკის თარიღს რეგურალურად აწერდა. რუკაზე საქართველოს დასავლური სახელწოდების "გეორგიას" პოვნა არც თუ ისე მარტივია, თუმცა ეს ლონდონის ბიბლიოთეკაში დაცული რუკა ფასდაუდებელი ისტორიული არტეფაქტია.
საქართველოს პირველი რუკები შუა საუკუნეებში შეიქმნა
XVIII საუკუნის დასაწყისში სულხან-საბა ორბელიანმა საფრანგეთში ჩაიტანა ქართული კარტოგრაფიული მასალები, რაც საფუძვლად დაედო 1723 წელს პარიზში გამოცემულ "კავკასიისა და კასპიისპირეთის რუკას", რომლის ერთ ერთ ავტორად სულხან-საბა ორბელიანია მიჩნეული.

დღეს ბეჭდური რუკების გვერდით აქტიურად ვიყენებთ სხვადასხვა ტიპის აპლიკაციებს და ვებგვერდებს, რომლებზეც ნებისმიერი შინაარსის რუკის ნახვა არის შესაძლებელი. მსოფლიო რუკები საუკუნეების განმავლობაში იცვლიდა ფორმებსა და ზომებს. კარტოგრაფიის ისტორიაში არაერთი შესანიშნავი რუკა შექმნილა.
1500 წელს ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციის მონაწილემ ამერიკის პირველი რუკა შეადგინა, რომელზეც მხოლოდ აღმოსავლეთი სანაპირო იყო გამოსახული.

mappa mundi არის შუა საუკუნეების ევროპული მსოფლიო რუკა, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიას, არამედ რელიგიურ ამბებსა და ისტორიას ასახავს. ყველაზე ცნობილი და დიდი შემორჩენილი მაგალითებია ჰერფორდის რუკა ინგლისში და ფრა მაუროს რუკა ვენეციაში.

რუკაზე ობიექტების მონახაზი: ბაბილონი მონიშნულია როგორც 13, ხოლო 14-17 აჩვენებს ოკეანეს.
რუკა მესოპოტამიას ასახავს, ისტორიულ რეგიონს ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც ხშირად "ცივილიზაციების აკვანს" უწოდებენ. აქ ბევრი ცივილიზაცია აყვავდა, მათ შორის ბაბილონელები და ასურელები. რუკაზე სხვა სამეფოებიცაა, მათ შორის ასურეთი, დერი და ურარტუ. ყველა ეს დასახლება შემოსილია თითქმის სრულყოფილი წრიული ზოლით, რომელიც წარმოადგენს "მწარე წყალს" და ითარგმნება როგორც ოკეანე.
ტერმინი საქართველო კი მოგვიანებით შეიქმნა. პირველი რუკა, სადაც ძველი იბერია და კოლხეთი საქართველომ ჩაანაცვლა, 1321 წელს გამოქვეყნებული პიეტრო ვესკონტეს რუკაა; მეთოთხმეტე საუკუნის ეს რუკა Georgia-ს ერთგვარი დაბადების მოწმობაა.

თანამედროვე რუკებზე ჩვენი ქვეყნის ინგლისურენოვანი სახელწოდება Georgia ყველგან გვხდება, თუმცა ევროპულ რუკებზე საქართველოს აღსანიშნავად Georgia-ს გამოყენებას ბევრად დიდი ხნის ისტორია აქვს და ის მე–14 საუკუნიდან იწყება.
რუკის უცნაური ფორმის გათვალისწინებით, Georgia-ს პოვნა იოლი არ არის. ვესკონტის რუკაზე, mappa mundi-ს ტიპის რუკების მსგავსად, კარტოგრაფისთვის ცნობილი მსოფლიო წრიული ფორმით არის გამოსახული და T-O სისტემას ეფუძნება. ხმელეთი O-თი, ანუ წყლით არის გარშემორტყმული, ხოლო მის შიგნით მოთავსებულია ხმელეთი სამ ნაწილად, T-ს ფორმით გაყოფილი მსოფლიოს სახით. ზემოთ აზიაა, ქვემოთ მარცხნივ ევროპა, ხოლო ქვემოთ მარჯვნივ აფრიკა.
რუკაზე ორი Georgia-ა გამოსახული. სავარაუდოდ, ერთი Georgia აქ იბერიას ანაცვლებს, რადგან შედარებით წვრილი შრიფტით დაწერილი Georgia-დან მარჯვნივ, მთების მეორე მხარეს, კოლხეთია (Colcia) აღნიშნული. შესაბამისად, ტრადიციული ანტიკური და mappa mundi-ს თემატიკის ევროპული რუკებისგან განსხვავებით, სადაც უძველესი ქართული სახელმწიფოები, კოლხეთი და იბერია გვხდება, ვესკონტის რუკაზე იბერია Georgia-თი არის ჩანაცვლებული.

შვიდი წლის შემდეგ გერმანელმა კარტოგრაფმა შექმნა მსოფლიო რუკა, რომელიც ხის 12 დაფაზე იყო დაბეჭდილი.

ერთ-ერთი პირველი რუკა, რომელზეც სამხრეთი ამერიკა და ანტარქტიდა იყო გამოსახული, 1513 წელს თურქმა მეზღვაურმა შექმნა. ეს რუკა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მასზე ანდებიც იყო გამოსახული და ანტარქტიდაც, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი.

პორტოლანის ტიპის რუკები არის შუა საუკუნეების საზღვაო სანავიგაციო რუკები, რომლებიც გამოირჩევა სანაპიროების ზუსტი აღწერით, მკაფიო სანავსადგურო ქსელებითა და მრავალი გადამკვეთი რუმბის ხაზით. ტერმინი მომდინარეობს იტალიური სიტყვიდან portolano, რაც საპორტოს ნიშნავს.
წყაროები:
https://nationalgeographic.ge/story/georgia-s-dabadebis-mowmoba/