ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მინისტრები თელავში 12 ივლისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნენ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გზების, მდინარე თელავის ხევის კალაპოტისა და სელური ნაკადის დამჭერი ნაგებობების გაწმენდით სამუშაოებს.
პარალელურად, ეწყობა ნაპირსამაგრი გაბიონები და ხორციელდება დამატებითი პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც ქალაქის სტიქიისგან დაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად.