29 ივლისი 2026,   13:49
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის საქმის განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის საქმის განხილვა გაგრძელდება. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, სადაც მოწმეები დაიკითხებიან.

გრიგოლ ლილუაშვილს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, პროცესზე მოწმემ, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავის, ანდრია ლილუაშვილის შესახებ ისაუბრა, რომელიც ქოლცენტრებიდან თანხას კრეფდა.

"მოწმემ, როგორც ამ სფეროში აქტიურად მომუშავე და ამ საკითხებში გათვითცნობიერებულმა პიროვნებამ, განმარტა, რომ ჰყავდა ე.წ. ქოლგა. მისი თქმით, მათ შორის, ანდრია ლილუაშვილის - გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავის მიერ გარკვეული ქოლცენტრების მხრიდან ხდებოდა თანხის აკრეფა და მფარველობა. ამ დეტალებზე მან წინა პროცესზე ისაუბრა.

ამ კუთხით, დაცვის მხარეს ბევრი კითხვა არ დაუსვამს. თავად მისი საქმიანობის სპეციფიკაზე ჰქონდათ აქცენტი და კითხვები. მოწმემ თავისთავად გასცა პასუხები ამ კითხვებს", - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

დღის ამბები