27 ივლისი 2026,   17:47
ვრცლად
საქართველოს საზღვაო ნავსადგურებმა და ტერმინალებმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში წლის პირველი ნახევრის ყველაზე მაღალი შედეგები დააფიქსირა

საქართველოს ტრანსპორტის სექტორში 2026 წლის 6 თვის მონაცემებით რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში 2026 წლის 6 თვეში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების მოცულობის ზრდის პარალელურად, ზრდა დაფიქსირდა, როგორც ყველა ცალკეულ ნავსადგურში, ასევე, ყველა ცალკეული ტვირთის კატეგორიის მიხედვით.

საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა და 9.7 მლნ ტონა შეადგინა.

"ეს აჩვენებს, რომ დერეფანზე ნდობა, ასევე, ტვირთებს მოცულობები გაზრდილია და სახელმწიფოები, რომელთაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ და ცენტრალური აზიიდან ევროპას უკავშირდებიან საქართველოზე გამავალი დერეფნით, მათ გააჩნიათ სავაჭრო ინტერესები, რომელსაც იკმაყოფილებენ საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კორიდორით. ეს იქნება რკინიგზა, ეს იქნება გზა თუ საქართველოს ნავსადგურები, რომელიც არის ახლა უკვე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ცენტრალური აზიის, აზიისა და ევროპას შორის ვაჭრობის დაკავშირებადობის თვალსაზრისით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ.

დღის ამბები