კახეთში ალაზნის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულთა შორის ორი არასრულწლოვანია. ხოლო ერთი ქალის მდგომარეობა მძიმეა.
დაზიანებები ორივე ავტომობილის მგზავრებს აღენიშნება. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.