26 ივლისი 2026,   23:05
ვრცლად
საქართველო მსოფლიო მოდის პოდიუმზე

პარიზიდან მილანამდე, ლონდონიდან ნიუ-იორკამდე, ქართული გვარები სულ უფრო ხშირად ჩნდება მოდის კვირეულების პროგრამებში, საერთაშორისო ჟურნალების ფურცლებზე და მსოფლიო ვარსკვლავების გარდერობში. დემნა გვასალიამ მთლიანად შეცვალა თანამედროვე ლუქს-მოდის აღქმა, დევიდ კომა საკუთარი ესთეტიკით ჰოლივუდის ვარსკვლავების ერთ-ერთ საყვარელ დიზაინერად იქცა, გალიბ გასანოვი კი ახალი თაობის წარმომადგენელია, რომელიც სამხრეთ კავკასიის შემოქმედებით პოტენციალს საერთაშორისო სივრცეში წარმოაჩენს.

Open photo

თუ ჩვენი დროის ქართველი დიზაინერების წარმატებაზე ვსაუბრობთ, მიმოხილვა დემნა გვასალიას კარიერული გზით უნდა დავიწყოთ. სოხუმში დაბადებულმა დიზაინერმა კარიერა ევროპაში დაიწყო. სწავლობდა ანტვერპენის სამეფო აკადემიაში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში, რომელმაც მსოფლიო მოდას არაერთი ლეგენდარული ავტორი აჩუქა.მისი პროფესიული გზა შედარებით ტრადიციულად დაიწყო, თუმცა ყველაფერი შეიცვალა მაშინ, როდესაც თანამოაზრეებთან ერთად დააარსა Vetements. Vetements-მა მოდის ინდუსტრიას სრულიად ახალი ენა შესთავაზა. 

Open photo

დემნა გვასალიამ მთლიანად შეცვალა თანამედროვე ლუქს-მოდის აღქმა, დევიდ კომა საკუთარი ესთეტიკით ჰოლივუდის ვარსკვლავების ერთ-ერთ საყვარელ დიზაინერად იქცა, გალიბ გასანოვი კი ახალი თაობის წარმომადგენელია, რომელიც სამხრეთ კავკასიის შემოქმედებით პოტენციალს საერთაშორისო სივრცეში წარმოაჩენს.

თუ ჩვენი დროის ქართველი დიზაინერების წარმატებაზე ვსაუბრობთ, მიმოხილვა დემნა გვასალიას კარიერული გზით უნდა დავიწყოთ. სოხუმში დაბადებულმა დიზაინერმა კარიერა ევროპაში დაიწყო. სწავლობდა ანტვერპენის სამეფო აკადემიაში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში, რომელმაც მსოფლიო მოდას არაერთი ლეგენდარული ავტორი აჩუქა. მისი პროფესიული გზა შედარებით ტრადიციულად დაიწყო, თუმცა ყველაფერი შეიცვალა მაშინ, როდესაც თანამოაზრეებთან ერთად დააარსა Vetements. Vetements-მა მოდის ინდუსტრიას სრულიად ახალი ენა შესთავაზა.

Open photo

დიდი ზომის ქურთუკები, გადაჭარბებული პროპორციები, ირონია, ყოველდღიური ტანსაცმლის ლუქსად ქცევა, ქუჩის კულტურისა და მაღალი მოდის შერწყმა-ეს ყველაფერი იმ პერიოდში რევოლუციურად აღიქმებოდა.მოგვიანებით დემნა გახდა Balenciaga-ის შემოქმედებითი დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით ბრენდის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო Balenciaga XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოდის სახლად იქცა.

Open photo

დღეს დემნა Gucci-ის კრეატიული დირექტორია და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერია. Balenciaga-ში ათწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, ის ახლა Gucci-ის ახალი შემოქმედებითი მიმართულების ფორმირებას ხელმძღვანელობს. ყველაზე დიდი მიღწევა მხოლოდ კომერციული წარმატება არ არის. მან მთლიანად შეცვალა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს ლუქს-ბრენდი. თუ ადრე ფუფუნება სრულყოფილ კერვასა და კლასიკურ ელეგანტურობას უკავშირდებოდა, დემნას ეპოქაში ის გადაიქცა ექსპერიმენტის, პროვოკაციისა და კულტურული დისკუსიის სივრცედ. მისმა კოლექციებმა არაერთხელ გააჩინა დებატები ომზე, კლიმატის ცვლილებაზე, მომხმარებლურ საზოგადოებაზე, ციფრულ რეალობასა და თანამედროვე ადამიანის მარტოობაზე.სწორედ ამიტომ დემნა მხოლოდ დიზაინერი არ არის, ის თანამედროვე კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორია.

Open photo

თუ დემნა გვასალიამ თანამედროვე მოდის წესები შეცვალა, დავით კომახიძემ დაამტკიცა, რომ მინიმალიზმი, ქანდაკების მსგავსი ფორმები და ქალური სილუეტი ერთმანეთთან იდეალურად შეიძლება თანაარსებობდეს. დევიდ კომა თბილისში დაიბადა. ადრეულ ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სანქტ-პეტერბურგში გადავიდა, მოგვიანებით კი სწავლა ლონდონში განაგრძო. ეს სასწავლებელი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულად ითვლება და მრავალი ცნობილი დიზაინერის კარიერის დასაწყისი სწორედ აქ არის. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში კომას ნამუშევრებმა მოდის კრიტიკოსების ყურადღება მიიპყრო. მის კოლექციებში იგრძნობოდა მკაფიო არქიტექტურული ხედვა, მკვეთრი ხაზები, გეომეტრიული ფორმები, სკულპტურული კონსტრუქციები და ქალის სხეულის თანამედროვე ინტერპრეტაცია. დევიდ კომას წარმატება მხოლოდ პოდიუმებით არ შემოიფარგლა. მისი კაბები წითელი ხალიჩის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად არჩევანად იქცა.

Open photo

ბიონსე, ჯენიფერ ლოპესი, დუა ლიპა, ადელი, სკარლეტ იოჰანსონი, როზი ჰანტინგტონ-უაიტლი, ჰეილი ბიბერი, კენდალ ჯენერი, კარა დელევინი და სხვა ცნობილი სახეები. კომას წარმატების საიდუმლო მისი ხელწერაა. ის ქმნის სამოსს, რომელიც ერთდროულად ძლიერიცაა და ელეგანტურიც. მისი დიზაინი ხაზს უსვამს ქალის დამოუკიდებლობას, თავდაჯერებულობასა და თანამედროვე ცხოვრების დინამიკას.

Open photo

2024 წლიდან დევიდ კომა იტალიური მოდის სახლის Blumarine-ის კრეატიული დირექტორია. Mugler-ში ოთხწლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ მან საკუთარი ბრენდი შექმნა. ბრენდი. რომელიც წითელი ხალიჩის განუყოფელ ნაწილად იქცა.

Open photo

წარმოშობით აზერბაიჯანელი, ქართველი გალიბ გასანოვი თანამედროვე მოდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა დიზაინერია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება არა ხმაურიანი მარკეტინგით, არამედ საკუთარი კულტურული იდენტობის, ხელოსნობისა და ინოვაციური დიზაინის შერწყმით მოიპოვა. საქართველოში დაბადებული და მილანში პროფესიულად ჩამოყალიბებული დიზაინერი ქმნის მოდას, რომელიც სცდება ტანსაცმლის ფუნქციას და კულტურული მეხსიერების, ისტორიისა და საზოგადოების შესახებ მნიშვნელოვან ამბებს ჰყვება. გასანოვის კარიერა, საერთაშორისო ყურადღების ცენტრში, თავდაპირველად ბრენდ Act N°1-თან თანამშრომლობით მოექცა, რომელიც მან ლუკა ლინთან ერთად დააარსა. ბრენდმა მალევე მოიპოვა აღიარება იტალიის მოდის ინდუსტრიაში და საერთაშორისო პრესის ყურადღება დაიმსახურა. მოგვიანებით დიზაინერმა საკუთარი დამოუკიდებელი გზა აირჩია და 2024 წელს დააფუძნა Institution by Galib Gassanoff - პროექტი, რომელიც თავად უფრო კულტურულ ინსტიტუტად მიაჩნია, ვიდრე მხოლოდ მოდის ბრენდად.

Open photo

კოლექციების მთავარი შთაგონების წყარო საქართველოსა და კავკასიის მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობაა. გასანოვი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ხელოსნებთან, განსაკუთრებით ხალიჩების მქსოველ ოსტატებთან და მათ ტრადიციულ ტექნიკებს თანამედროვე მოდის კონტექსტში აცოცხლებს. მის ნამუშევრებში ერთმანეთს ერწყმის ხელით ნაქსოვი ტექსტილი, სკულპტურული სილუეტები, ისტორიული კოსტიუმის ელემენტები და თანამედროვე კონსტრუქციული მიდგომები. სწორედ ამ უნიკალური ხედვის გამო მისი კოლექციები მილანის მოდის კვირეულის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დებიუტად შეფასდა.

Open photo

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მისმა კოლექციამ - Borchaly, რომელიც სამხრეთ საქართველოს ისტორიულ რეგიონს და იქ მცხოვრები ქალების კულტურულ მემკვიდრეობას ეძღვნება. კოლექციაში დიზაინერმა გამოიყენა ხელით ნაქსოვი ხალიჩები, მატყლი, ქაშმირი და სხვა ბუნებრივი მასალები, ხოლო ინსპირაციად აირჩია პერი-ხან სოფიევა-კავკასიაში დემოკრატიულად არჩეული პირველი მუსლიმი ქალი. მოდის კრიტიკოსებმა კოლექცია არა მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის, არამედ ძლიერი ისტორიული და სოციალური გზავნილისთვისაც შეაქეს.

Open photo

დღეს გალიბ გასანოვი მილანში მოღვაწეობს, თუმცა მისი შემოქმედების ცენტრში კვლავ საქართველოა. ის მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ხელოსნობის, ტრადიციული ტექსტილისა და კავკასიური კულტურის შენარჩუნება თანამედროვე მოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისიაა. სწორედ ამიტომ, მისი კოლექციები იქმნება არა მასობრივი წარმოებისთვის, არამედ როგორც ხელოვნების, ეთნოგრაფიისა და მაღალი მოდის სინთეზი. ამ მიდგომამ გასანოვი ახალი თაობის იმ დიზაინერებს შორის ჩააყენა, რომლებიც მსოფლიო მოდის მომავალს განსაზღვრავენ და ამავდროულად, საქართველოს საერთაშორისო შემოქმედებითი იმიჯის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

დღის ამბები