25 ივლისი 2026,   14:37
ვრცლად
ქობულეთმა "ზაფხულის ფესტივალს" უმასპინძლა

ბათუმის შემდეგ, "ზაფხულის ფესტივალს" ქობულეთმა უმასპინძლა. ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში ფესტივალს უამრავი ადამიანი დაესწრო.

ფესტივალზე მუსიკალური შოუთი სტუმრების წინაშე წარსდგნენ მოწვეული და ადგილობრი ბენდები: გუფი ლენდი, SEENთეზი, ჯგუფი 1/4 და ლინდა ადამია, 4UP, OCEAN DRIVE, "პროექტი 33" და მელომანიაკი.

დღის განმავლობაში საფესტივალე სივრცეში განთავსებული იყო კვების და მოსასვენებელი სივრცეები, სადაც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შეკვეთის საშუალება ჰქონდათ. ფესტივალის განმავლობაში ასევე ჩატარდა საბავშვო აქტივობები პატარებისთვის და ფრანების შოუ ცენტრალურ პარკთან ზღვის სანაპიროზე. ზაფხულის ფესტივალი ქობულეთში დიჯეი DJ GURI DE SAL- მა დაარულა.

ფესტივალი ქობულეთში, ბათუმის "ზაფხულის ფესტივალის" მსგავსად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

დღის ამბები