24 ივლისი 2026,   21:05
ვრცლად
დონალდ ტრამპი: სი ძინპინმა და პუტინმა მითხრეს, რომ ირანს იარაღს არ მიჰყიდიან, ეს ნამდვილად არ შედის მათ ინტერესებში 

დონალდ ტრამპის თქმით, ჩინეთმა და რუსეთმა ირანისთვის იარაღის მიყიდვაზე უარი თქვეს.

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა პირადად განუცხადეს, რომ თეირანს სამხედრო დახმარებას არ გაუწევენ.

ტრამპის თქმით, ორივე ლიდერს კარგად ესმის, რომ თეირანის დახმარება მათთვისვე დამაზიანებელი იქნება.

"პრეზიდენტმა სიმ, ჩინეთში, პეკინში გამართულ ჩვენს ბოლო შეხვედრაზე, განმიცხადა, რომ არცერთ შემთხვევაში არ მისცემს ან მიყიდის იარაღს ირანის ისლამურ რესპუბლიკას და ეს განცხადება ჩინურ კომპანიებსაც ეხებოდა. ჩვენი ურთიერთობის გათვალისწინებით, მე მისი სიტყვის მჯერა და გარდა ამისა, მე მას ძალიან დიდ სამსახურსაც ვუწევ.

ასევე, პრეზიდენტმა პუტინმა, უკრაინაში მიმდინარე საშინელი ომის მიუხედავად მითხრა, რომ ირანს იარაღს არ მიჰყიდის. მას ესმის, რომ მე იარაღს უკრაინას კი არ ვყიდი, არამედ ნატოს წევრ ქვეყნებს. ისინი სრულ ფასს იხდიან, ხოლო თუ როგორ ნაწილდება ეს იარაღი, წარმოდგენა არ მაქვს.

შესაბამისად, ორი უდიდესი ქვეყანა, რომლებზეც ირანის კონტექსტში ხშირად საუბრობენ, ჩემი აზრით, ამაში არ მონაწილეობს. რომ მონაწილეობდნენ, ეს მათთვის ძალიან ცუდი იქნებოდა - ნამდვილად არ შედის ეს მათ ინტერესებში.

გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის!"- წერს ტრამპი. 

დღის ამბები