24 ივლისი 2026,   13:39
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება - აშშ-ის ძალებმა მიზანში ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა ამოიღეს

ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, აშშ-ის ძალებმა სამიზნეში ამოიღეს ირანის სარდლობის ცენტრები, უპილოტო საფრენი აპარატების საწყობები, საკომუნიკაციო ქსელები და საპორტო ინფრასტრუქტურა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის თავდასხმების მიუხედავად, საერთაშორისო საზღვაო მარშრუტები ღია რჩება და კომერციული გემები აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერით ნავიგაციას თავისუფლად ახორციელებენ.

ამჟამად, რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამერიკის 50 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

დღის ამბები