23 ივლისი 2026,   13:41
ვრცლად
მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი ერთმანეთს მანილაში შეხვდნენ

მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი ერთმანეთს მანილაში შეხვდნენ. ფილიპინების დედაქალაქში ასეანის სამიტი და რეგიონული ფორუმი მიმდინარეობს. 35-წუთიანი მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი დასრულების გზები იყო.

შეხვედრის დაწყებამდე რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა, კონფლიქტის დასრულებაში საკვანძო როლი შეასრულოს, თუმცა, მოლაპარაკებები ბოლო რამდენიმე თვეა თითქმის შეწყვეტილია. ლავროვმა კი აღნიშნა, რომ მხარეებმა ფრონტზე არსებული ვითარება განიხილეს.

დღის ამბები