დიდი ბრიტანეთის მთავრობას ირანიდან თავისი დიპლომატიური პერსონალი გამოჰყავს - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების გამო, ბრიტანელმა თანამშრომლებმა ქვეყანა დროებით დატოვეს.
სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ ირანში დიდი ბრიტანეთის საელჩო ფუნქციონირებას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.