23 ივლისი 2026,   02:57
ვრცლად
მიშა ამ სიაში უნდა ჩაიწეროს - ნანუკა ჟორჟოლიანი "საერთაშორისო გამჭვირვალობაზე"

ნანუკა ჟორჟოლიანი "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ მომზადებულ პოლიტპატიმართა სიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისტორიასთან სიმართლის შესანარჩუნებლად მასში, მიხეილ სააკაშვილიც უნდა ირიცხებოდეს. ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ დასახელების - “პოლიტიკური პატიმრები”- ქვეშ სააკაშვილის შეყვანა აუცილებელია.

“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო შედგება იმ ადამიანებისგან, რომლის იმედიც მქონდა ყოველთვის და მექნება მომავალშიც.

ამ პროცესებში განსაკუთრებული მებრძოლები არიან. ადვოკატები სრულიად უფასოდ გვიცავენ დღემდე. Teo Zakarashvili ჩემი იმედია ყოველთვის.

ამ ქვეყნისთვის უხილავ, მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებენ.

მაგრამ როცა სათაურია “პოლიტიკური პატიმრები”, იმ სიაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი უნდა იყოს.

რა სიაა, როდის დაკავებულების, რთული განმარტებაა.

სათაურია მთავარი.

ისტორიასთან თუ მართლები გვინდა ვიყოთ მიშა ამ სიაში უნდა ჩაიწეროს “ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები