23 ივლისი 2026,   02:58
ვრცლად
ოპერისა და ბალეტის თეატრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის ფარგლებში, კონცერტი გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის ფარგლებში კონცერტი გაიმართა. პროგრამაში იყო ჯუზეპე ვერდის რეკვიემი.

კონცერტში მონაწილეობდნენ სოლისტები იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, ოთარ ჯორჯიკია და რამაზ ჩიკვილაძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით. პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელები სვიმონ ჯანგულაშვილი და ზვიად ბოლქვაძე არიან.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

დღის ამბები