22 ივლისი 2026,   17:48
ვრცლად
ხულოელი მოცეკვავეები პოლონეთში, "მთის ბავშვთა დღესასწაულზე" იასპარეზებენ

ხულოელი მოცეკვავეები პოლონეთში, "მთის ბავშვთა დღესასწაულზე" იასპარეზებენ. ქორეოგრაფიული ანსამბლი "არგინეთი" 33-ე საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს, სადაც ქართველმა ბავშვებმა საზეიმო მსვლელობასა და გალა კონცერტში უკვე მიიღეს მონაწილეობა.

ქალაქ ნოვი სონჩში გამართულ ღონისძიებაზე მსოფლიოს 6 ქვეყნის 400-ზე მეტი ახალგაზრდაა შეკრებილი. ქართველი მონაწილეების გამგზავრება აჭარის მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

დღის ამბები