22 ივლისი 2026,   17:48
ვრცლად
ონის კულტურის ცენტრში აფხაზეთის ინტეგრირებულმა თეატრმა სპექტაკლი "მე ვხედავ მზეს" წარადგინა

ონის კულტურის ცენტრში აფხაზეთის ინტეგრირებულმა თეატრმა სპექტაკლი "მე ვხედავ მზეს" წარადგინა.

ნოდარ დუმბაძის ცნობილ დადგმაში პროფესიონალ მსახიობებთან ერთად განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ონის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. წარმოდგენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

დღის ამბები