23 ივლისი 2026,   00:14
ვრცლად
საბერძნეთის ვეტოს გამო, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-21 პაკეტის მიღება ფერხდება

საბერძნეთის ვეტოს გამო, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-21 პაკეტის მიღება ფერხდება. Euronews-ის ცნობით, დავის საგანი რუსული თხევადი გაზის ტრანსპორტირების აკრძალვაა.

ათენი ითხოვს, რომ ბერძნულ ფლოტს გადაზიდვების უფლება შეუნარჩუნდეს, რადგან ახალი შეზღუდვა ევროპულ საზღვაო სექტორს დააზარალებს, მოსკოვს კი დარტყმას ვერ მიაყენებს. გავრცელებული ცნობით, გამონაკლისით, პირველ რიგში, ერთ-ერთი ბერძნული საზღვაო კომპანიაა დაინტერესებული, რომელიც რუსულ ენერგოობიექტებს, ხომალდებით ემსახურება.

ბრიუსელში ახლა კომპრომისულ ვარიანტებს, მათ შორის აკრძალვის გადავადებას განიხილავენ, რასაც უკრაინა მკვეთრად ეწინააღმდეგება.

დღის ამბები