22 ივლისი 2026,   09:25
ვრცლად
"გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თუკი არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, გვაქვს ყველა საფუძველი იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს" - გიორგი ჩაკვეტაძე

"გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თუკი არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, გვაქვს ყველა საფუძველი იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს და კიდევ უფრო წინ წავიდეს," - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.

"ახლა ვართ ეტაპზე, როდესაც გერმანიას შეუძლია, რომ წარმოადგინოს ახალი ელჩი საქართველოში და ჩვენს ელჩს, მათ შორის, რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ, ექნება საშუალება იმისა, რომ ურთიერთობების გაუმჯობესებაში თავისი წვლილი შეიტანოს. თუმცა, ამ ყველაფერს სჭირდება პოლიტიკური ნება - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თუკი არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, გვაქვს ყველა საფუძველი იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს და კიდევ უფრო წინ წავიდეს," - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია, რომელიც აღნიშნულ პოსტზე 10 თვის წინ დაინიშნა, ხვალ გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს - ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე წაშლილია ინფორმაცია, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

დღის ამბები