Youtube პოდკასტის მთავარი გმირები, რომლებმაც ნოდარ დუმბაძეს შეურაცხყოფა მიაყენეს - მას შემდეგ, რაც დამამცირებელი და არაკორექტული ხუმრობის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, ანასტასია ბენდუქიძის იდეით შექმნილ გადაცემას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. მომღერალმა ბექა ჩხაიძემ იუმორისტებს იუმორი დაუწუნა და პასუხი ნოდარ დუმბაძის სიტყვებითვე გასცა.
საზოგადოების უდიდესი ნაწილის გაღიზიანება კი, Youtube გადაცემის ერთ-ერთ ეპიზოდს მოჰყვა, სადაც პოდკასტის წამყვანი, ხუმრობას ცდილობს. ხუმრობას, რომლითაც ყველასთვის საყვარელი მწერალი შეურაცხყო.
მსგავსი შინაარსის განცხადებები მმართველი გუნდისთვის, არც იუმორი და არც გამოხატვის თავისუფლებაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მსგავსი პოდკასტები რეალურად ეროვნული ღირებულებების, სუვერენიტეტის, სარწმუნოების და ტრადიციების წინააღმდეგ მიმართული მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მფლობელის, ანასტასია ბენდუქიძის Youtube პოდკასტებში ხშირად ისმის ადამიანის ღირსების შემლახველი ხუმრობები. წამყვანების სამიზნეები კი მწერლებთან ერთად, სასულიერო პირები, გარემოვაჭრეები და ხანდაზმული ადამიანებიც ხდებიან.
არც გადაცემის და არც ხუმრობების ავტორებს ამ დრომდე ბოდიში არ მოუხდიათ. ონისე ოქრიაშვილმა თავის მართლება სოციალურ ქსელში ვიდეოს გამოქვეყნებით, მხოლოდ მას შემდეგ სცადა, რაც Facebook-ზე მის მიერ ნათქვამმა სიტყვებმა არაერთი ადამიანი გააბრაზა.
იმ ადამიანების მხრიდან, რომლებისთვისაც იუმორსა და შეურაცხყოფას შორის ზღვარი წაშლილია, მსგავსი სახის ხუმრობები არ უკვირთ მმართველი გუნდში. სახელისუფლებო პარტიის წევრები ამბობენ, რომ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მიზანი, საზოგადოებაში სიძულვილის ენის დამკვიდრება და პოლარიზაციის გაღრმავებაა.
ანასტასია ბენდუქიძის Youtube გადაცემამდე კი იყო, ძალადობისთვის გასამართლებული ონისე ცხადაძის ძმის პოდკასტი, სადაც მან შეურაცხყოფა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს მიაყენა.
მსგავსი შინაარსის დამაკნინებელი და დისკრიმინაციული ხუმრობების ადრესატები წარსულში ონკოპაციენტებიც გახდნენ.
ავტორი: ნანა გოგატაძე